|
2022-04-05 13:25:41, 442 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე მოხსენებით წარდგა
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ 2022 წლის 4-5 აპრილს ორგანიზებულ მერების ფორუმზე, თბილისის სატრანსპორტო რეფორმის შესახებ მოხსენება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მერის მოადგილე მოხსენებით მდგრადი ურბანული ტრანსპორტის, საზიარო მობილობისა და უსაფრთხო გზების სესიაზე წარდგა. როგორც ანდრია ბასილაიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში თვისობრივად ახალი, მდგრადი დაგეგმვის მეთოდები დაინერგა. „სატრანსპორტო პოლიტიკის დანერგვამ გამოიწვია ტრადიციულიდან ახალ, მდგრადი დაგეგმვის მეთოდებზე გადასვლა და სტრუქტურული ცვლილებები ქუჩების დიზაინსა და თბილისში ჩამოყალიბებულ სატრანსპორტო სისტემებში, რაც, თავის მხრივ, ქალაქის მმართველობისგან ახალ მიდგომებს, ხოლო მოქალაქეების მხრიდან შესაბამისი სიახლეების მიმღებლობის პროცესს გულისხმობს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. მერების ფორუმზე მიწვეულმა მონაწილეებმა ქალაქების მმართველობის პოლიტიკის საკითხებზე მნიშვნელოვანი გამოცდილება გააზიარეს. ჟენევაში მიმდინარე ღონისძიებაში მსოფლიოს 50-მდე ქალაქის მერი მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)