|
2022-04-04 18:09:31, 700 ნახვა
პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბუჩაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა. პრეზიდენტი ადგილობრივებს ესაუბრა და მათთან საუბარში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში გენოციდს ახორციელებს. რაც უფრო მეტად გააჭიანურებს რუსეთი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას, მით უარესი თავად რუსეთისთვის და პრინციპში ამ ომისთვისაც, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მან ბუჩაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა. ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უნდა დაფიქრდეს. „ყოველდღე, როცა ჩვენი ჯარები ტერიტორიების დეოკუპაციას ახდენენ ხედავთ, რაც ხდება. ძალიან რთულია საუბარი, როცა ხედავ რა ჩაიდინეს აქ. ყოველდღიურად პოულობენ ხალხს სარდაფებში გაგუდულს და ნაწამებს. ამიტომ, თუ აზროვნება შეუძლიათ, დროულად დაფიქრდნენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)