|
2022-04-03 20:53:34, 821 ნახვა
პოლიტიკა
აშშ უარს ამბობს უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, რომელსაც უკრაინა ითხოვს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არაა თანახმაა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები უკრაინის მიერ მოთხოვნილი ფორმით. - ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, მისცა თუ არა აშშ-ს ლიდერმა ჯო ბაიდენმა რაიმე მტკიცე დაპირება, რომ აშშ და ნატო არ დაუშვებდნენ უკრაინაში ომის განმეორებას, ზელენსკიმ თქვა: "მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებულ შტატებს და ბაიდენის ადმინისტრაციას ორპარტიული მხარდაჭერისთვის, ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენთვის. თუმცა, შეერთებულმა შტატებმა არ მოგვცა უსაფრთხოების გარანტიები. ეს უნდა გავიგოთ." - აღნიშნა ზელენსკიმ. გარდა ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ არ მიუღია გარანტიები სხვა ქვეყნებისგან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)