|
2022-04-02 11:55:05, 1011 ნახვა
მსოფლიო
აშშ უკრაინას დამატებით 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
აშშ უკრაინას დამატებით 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. დახმარების პაკეტი მოიცავს: ლაზერულად მართვად სარაკეტო სისტემებს, ტაქტიკურ დრონებს, ჰამვისებს, ღამის ხედვის მოწყობილობებს, ტყვიამფრქვევებსა და მედიკამენტებს მოიცავს. „ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსული ძალების მოგერიების გმირული ძალისხმევის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო 2,3 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება უკრაინისთვის. ამასთან, გუშინ, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსეთისა და ბელარუსის 120 სახელმწიფო პირს თავდაცვის, საჰაერო და საზღვაო სექტორში, სანქციები დაუწესა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)