20:21 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 11:23:28, 719 ნახვა

სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის სტრუქტურულ ერთეულში ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში, მიმდინარე ინფრასტრუტქტურული პროექტების ფარგლებში, გაიხსნა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი შენობა, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის, ექსპორტის, იმპორტის, შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის.

ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული.
დაინტერესებული პირები ახალ შენობაში ახორციელებენ სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტს, ექსპორტს, იმპორტს, შესაბამის საბაჟო პროცედურებს, ასევე პირველად რეგისტრაციას. შენობაში მზადდება და გაიცემა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და სარეგისტრაციო მოწმობები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სერვისის გაუმჯობესებაა დაგეგმილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics