04:51 - 09 May, 2026
|
2022-04-01 11:04:31, 728 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ომბუდსმენი - ოკუპანტებმა ხარკოვთან ნამდვილი ტერორი მოაწყეს, დახვრეტილია ათობით მშვიდობიანი მოქალაქე
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის მახლობლად, სოფელ მალაია როგანთან გზატკეცილზე ნამდვილი ტერორი მოაწყეს - მათ დახვრიტეს 20-ზე მეტი სამოქალაქო მანქანა ხალხით, - განაცხადა უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, ლუდმილა დენისოვამ. „გზაზე მანქანებს შორის მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, მათ შორის არცერთი სამხედრო არ ყოფილა. ჯერ კიდევ 27 თებერვალს დაამყარეს კონტროლი ოკუპანტებმა ამ გზატკეცილზე და ნამდვილი ტერორი მოაწყეს, ესროდნენ ყველა გამვლელ მანქანას“, - განაცხადა მან ომბუდსმენმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)