|
2022-04-01 10:05:30, 813 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი - რუსული ჯარების ნაწილობრივი გაყვანის მიუხედავად, კიევს საფრთხე კვლავ ემუქრება
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ძალების ნაწილობრივი გაყვანისა, უკრაინის დედაქალაქი კვლავ საფრთხეშია. ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა. „კიევს კვლავ საფრთხე ემუქრება, საჰაერო თავდასხმები გრძელდება", - განაცხადა მან. მანვე დასძინა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში დიდი განსხვავება, როგორიცაა მასიური მოძრაობა, არ უნახავთ და არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ კიევის ოლქიდან ჯარებს ნაწილობრივ გაიყვანდა. მიუხედავად ამისა, დღეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურმაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ რუსეთის განცხადების მიუხედავად, რეგიონებში აქტივობის შემცირებასთან დაკავშირებით, ჩერნიგოვი და კიევი კვლავ მუდმივი საჰაერო და სარაკეტო დარტყმების ქვეშ არიან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)