|
2022-03-31 16:22:15, 662 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - „სამხრეთ ოსეთში“ გაკეთებულ განცხადებაზე კრემლს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად „მალე „სამხრეთ ოსეთი“ თავისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი გახდება". როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, კრემლი ამ კუთხით არანაირ სამართლებრივ თუ სხვა ქმედებებს არ იღებს. „ვერანაირ პოზიციას ვერ გამოვხატავ, ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი და სხვა ქმედება არ მოგვიხდენია, მაგრამ ამავდროულად, საუბარია „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის აზრის გამოხატვაზე, მათ პატივისცემით ვეპყრობით“, - განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, გუშინ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ სამხეთ ოსეთი უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდოდა. აღნიშნული განცხადება მას მანამდეც არაერთხელ გაუკეთებია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)