|
2022-03-31 13:49:13, 490 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, 400 000-მდე უკრაინელი იძულებით გადაიყვანეს რუსეთში
უკრაინის ომბუდსმენის, ლიუდმილა დენისოვას განცხადებით 400 000-მდე უკრაინელი იძულებით გადაიყვანეს რუსეთში, - ამის შესახებ მან Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენი მოქალაქეები ჩვენი ტერიტორიიდან იძულებით დაადეპორტეს საკუთარ ტერიტორიაზე. ისინი წავიდნენ არა საკუთარი ნებით, ისინი გადაიყვანეს იძულებით ჯერ დონეცკის ოლქის ფილტრაციის ბანაკში, შემდეგ კი, ავტობუსებით გადაიყვანეს რუსეთში. მატარებლით წაიყვანეს სხვადასხვა ადგილას, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ისეთ რეგიონებში, როგორიცაა სახალინი", - განაცხადა ომბუდსმენმა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ომის დაწყებიდან ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არც ერთი სიცოცხლისუნარიანი ჰუმანიტარული დერეფანი არ შექმნილა. ამასთანავე, უკრაინის სახალხო დამცველმა რუსეთი უკრაინელი სამხედრო ფორმირების გაქურდვასა და დანაშაულის ჩადენაში მათ გამოყენებაში დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)