|
2022-03-31 11:58:40, 715 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტების მიერ კიევიდან გაყვანილი ჯარები დონბასში განლაგდნენ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტების მიერ კიევიდან და ჩერნიგოვიდან გაყვანილი ჯარები დონბასში განლაგდნენ. "ვხედავთ, რომ დონბასში რუსი სამხედროები იკრიბებიან და ახალი დარტყმისთვის ემზდებიან, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, არაფერს დავთმობთ, ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყოველი მეტრისთვის, თითოეული ადამიანისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და ამ რაიონებში მათი აქტივობის შემცირება უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლის შედეგია. „არის მოსაზრებები რუსი სამხედროების სავარაუდო „გაყვანის“ შესახებ კიევიდან და ჩერნიგოვიდან, ამ რაიონებში ოკუპანტების აქტივობის შემცირების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის „გაყვანა“, არამედ ეს არის უკრაინელი სამხედროების განდევნის შედეგი “, - განაცხადა მან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)