17:34 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 11:56:53, 737 ნახვა

საზოგადოება
ქაშვეთის ეკლესიაში უკრაინაში დაღუპული დავით გობეჯიშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს

უკრაინაში ირპენთან დაღუპული ქართველი სამხედრო დავით გობეჯიშვილი ვარშავიდან სამშობლოში დღეს დილით გადმოასვენეს.

აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, უბრალო მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

ქაშვეთის ეკლესიაში დაღუპული ქართველი მებრძოლის,  სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილს საღამოს ტყიბულში გადაასვენებენ. ცნობილია, რომ მას სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, თუმცა დაკრძალვის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. 

ქართველი გმირი, უკრაინის დედაქალაქიდან სამხედრო პატივით გააცილეს. მისი ცხედარი კიევის  მაცხოვრის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული და  მის ხსოვნას უკრაინელმა და ქართველმა ჯარისკაცებმა პატივი მიაგეს.

დავით გობეჯიშვილი 4 დღის წინ ირპენთან სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ის მეოთხე ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall - ში შოპინგისას
სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics