03:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 11:16:58, 608 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - უახლოეს დღეებში კიევის გარეუბნებში, შესაძლოა სასტიკი ბრძოლები გაიმართოს

უახლოეს დღეებში კიევთან ახლოს, გარეუბნებში რუს ოკუპანტებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის მძიმე  ბრძოლები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო საკუარ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს. 

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტებმა ჯარების ნაწილი გაიყვანეს, მტერი აგრძელებს პოზიციების შენარჩუნებას კიევის აღმოსავლეთით და დასავლეთით, რის გამოც, შესაძლოა უახლოეს დღეებში სასტიკი ბრძოლები გაიმართოს. დაზვერვა არ აკონკრეტებს, რომელი მხარე გადავა თავდასხმაზე. 

ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპანტები აგრძელებენ სროლას და სარაკეტო თავდასხმებს ჩერნიგოვზე და სამხედრო აქტივობის შემცირება, რაზეც რუსულმა მხარემ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა, არ შეინიშნება. 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბრძოლები მარიუპოლშიც გრძელდება. ქალაქში კვლავ მძიმე შეტაკებებია, მაგრამ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ მარიუპოლის ცენტრის დაცვას. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics