|
2022-03-31 10:30:29, 464 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი ადასტურებს, რომ ოკუპანტების ნაწილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან გაყვანილია
რუსი სამხედროების ნაწილი გაყვანილია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან. - ამის შესახებ CNN-ი პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჯარების გაყვანა მას შემდეგ ხდება, რაც რუსი სამხედროების ნაწილმა კიევის მახლობლად ტერიტორია დატოვა. ობიექტი ოკუპანტების ხელში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში ჩავარდა, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე ჩერნობილში რუსი სამხედროების განლაგებამ შეშფოთება გამოიწვია. ცნობისთვის, 25 თებერვალს რუსეთმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღო, შეტევა ბელარუსიდან შესულმა რუსულმა სამხედროებმა განახორციელეს და სადგურში მომუშავე ადამიანები მძევლად აიყვანეს. სადგურის აღების შემდეგ, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიესა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებს სამხედრო ბაზებად იყენებდნენ და ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მონიტორინგის სისტემებთან გათიშეს. 21 მარტს კი, უკრაინის ბირთვულმა მარეგულირებელმა სააგენტომ განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რადიაციის მონიტორებმა მუშაობა შეწყვიტეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)