|
2022-03-30 18:23:37, 792 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტს - იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, გამოვიყენებთ მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს უკრაინის დასახმარებლად დამატებითი შეიარაღების მიწოდება სთხოვა. კერძოდ, ზელენსკის განაცხადებით, უკრაინას რუსული აგრესიის შესაჩერებლად გემსაწინააღმდეგო რაკეტები, Harpoon ტიპის რაკეტები, საჰაერო სარაკეტო სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი სჭირდება. "მადლობელი ვარ თქვენი მთავრობისა და საზოგადოების მხარდაჭერის, უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის იარაღით დახმარებისთვის. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ომის შესაჩერებლად, ჩვენ ვკარგავთ ხალხს, ქალაქებს, რომლებიც განადგურებულია. ამიტომ, მინდა ნათლად განვაცხადო, რა გვჭირდება: გემსაწინააღმდეგო რაკეტები, Harpoon ტიპის რაკეტები, საჰაერო სარაკეტო სისტემები და ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. ყველა იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, გამოვიყენებთ მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის”, - განაცხადა მან ნორვეგიის პარლამენტისადმი მიმართვისას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)