11:11 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 14:05:58, 613 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს და უკრაინას ვუფრთხილდებით, ჯობს სააკაშვილი იჯდეს ციხეში

სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს და უკრაინას ვუფრთხილდებით, ეს არის დამატებითი არგუმენტი რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ არ დაიძაბოს მდგომარეობა, ჯობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ციხეში, რადგან მისივე თქმით, სააკაშვილი გათავისუფლება დამატებითი თავის ტკივილია უკრაინისთვის და საქართველოსთვისაც.

„სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს და უკრაინას ვუფრთხილდებით, ეს არის დამატებითი არგუმენტი რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი. მას შეუძლია ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ციხის გარეთ. შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ, არ არსებობს. პირიქით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ უკრაინას, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია. იმისთვის, რომ დამატებით არ დავამძიმოთ მდგომარეობა, ჯობს, სააკაშვილი იჯდეს ციხეში. მთავარია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს დამატებით თავის ტკივილს უკრაინისთვის და საქართველოსთვის. თქვენ ითხოვთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღოთ გათავისუფლებაზე და სამართლებრივად ეს კაცი ზის იქ სადაც ზის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
NYT: ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის პროექტში 20%-იან წილს მიიღებენ
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics