|
2022-03-29 10:45:10, 773 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი მიიჩნევს, რომ რუსეთი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის „მწვავე საფრთხეს“ წარმოადგენს
პენტაგონი რუსეთს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის "მწვავე საფრთხედ" მიიჩნევს. - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ეროვნული თავდაცვის საიდუმლო სტრატეგიაში, რომელიც კონგრესს წარედგინა, წერს CNN. ამასთან, დოკუმენტში, ყურადღება გამახვილებულია ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან საფრთხეებზე. თავდაცვის დეპარტამენტის ეროვნული თავდაცვის საიდუმლო სტრატეგიაში, დეტალურადაა აღწერილი ჩინეთის მხრიდან „მრავალმხრივი საფრთხე“, ისევე როგორც რუსეთის მიერ წარმოქმნილი „მწვავე საფრთხეები“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტრატეგია ბირთვული პოლიტიკისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გათვალისწინებით მომზადდა. თავდაცვის სამინისტრო მთავარ პრიორიტეტად სამშობლოს დაცვას მიიჩნევს და ჩინეთს "ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ კონკურენტად მოიხსენიებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)