|
2022-03-28 18:28:00, 958 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი - მარიუპოლში რუსი ოკუპანტების დანაშაულები შესაძლოა გენოციდად შეფასდეს
უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა არ გამორიცხავს, რომ მარიუპოლში ოკუპანტების დანაშაული გენოციდად კვალიფიცირდეს. - ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. „ის, რაც მარიუპოლში ხდება, აღარ არის ომის დანაშაულები... ომს აქვს წესები, მაგრამ აქ არ არის წესები. მე ამას ვუყურებ გენოციდის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობის კუთხით, როცა მთელი ქალაქი მძევლად არის აყვნილი, სადაც ხალხი წყლის, საჭმლის და გათბობის გარეშეა. იქ, სადაც გასასვლელი არ არის და ესვრიან კოლონებს, რომლებიც ცდილობენ ქალაქის დატოვებას“, - თქვა მან. გენერალურმა პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიუპოლიდან გააძევეს მოზარდები და ბავშვები, ამასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა დეპორტაციის ორი საქმე გახსნეს. ”მარიუპოლიდან ორ ათასზე მეტი ბავშვი იყო დეპორტირებული. რას ნიშნავს ეს? ეს მხოლოდ ომის დანაშაულია? “, - დასძინა ვენედიქტოვამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს გაანადგუროს უკრაინა, როგორც სახელმწიფო და უკრაინელი ხალხი, როგორც ერი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)