|
2022-03-28 11:42:46, 759 ნახვა
მსოფლიო
რუსი ოკუპანტები სტრატეგიას ცვლიან და უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო ომს იწყებენ
რუსეთის ფედერაცია ცვლის საკუთარ სტრატეგიას და უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო ომს იწყებს, - ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შს მინისტრის მრჩეველზე, ვადიმ დენისენკოზე დაყრდნობით წერს. ვადიმ დენისენკოს თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ლვოვზე, დუბნოზე და ლუცკზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს. შესაბამისად, ექსპერტები რუსეთის სამხედრო მოქმედებების სტრატეგიის ცვლილებაზე საუბრობენ. „ოკუპანტები სარაკეტო იერიშს ახორციელებენ ნავთობის ბაზებზე, ასევე სასურსათო საწყობებზე. ეს ტაქტიკა არ არის, ეს სტრატეგიაა. ეს საერთოდ, საბრძოლო მოქმედებების სტრატეგიის ცვლილებაა“ - განაცხადა უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა. დენისენკოს თქმით, ახლა მთავარია როგორც ნავთობპროდუქტების, ასევე სურსათის კარგად დამალვა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები შავი ზღვიდან ახორციელებენ. ასევე ოკუპანტები რაკეტებს ისვრიან ბელარუსის მხრიდანაც.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)