|
2022-03-25 18:51:44, 1067 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი რუსეთის G20-დან შესაძლო გარიცხვაზე - საშინელი არაფერი მოხდება
G20-ის წევრების უმეტესობა ეკონომიკურ ომშია, ამიტომ არაფერი საშინელი არ მოხდება, თუ რუსეთი იქიდან გამოირიცხება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის ახალი ვექტორების აშენებას დაიწყებს. „დიდი ოცეულის ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელ პირობებში, როდესაც ამ ფორმატის მონაწილეთა უმეტესობა ეკონომიკურ ომშია, არაფერი საბედისწერო არ მოხდება [რუსეთის ფედერაციის გამორიცხვის შემთხვევაში]. თუმცა რუსეთიც ამ ფორმატში სხვა მონაწილეთა მოსაზრებებით ხელმძღვანელობს და მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს. თუ არ არის შესაძლებლობა, არაფერი საბედისწერო არ იქნება, ”- თქვა პესკოვმა. პესკოვმა თქვა, რომ აშშ აგრძელებს „რუსეთის იზოლირებას“, მაგრამ მსოფლიო ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე აშშ და ევროპა. ცნობისთვის, დიდი ოცეული (G20) - მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ეკონომიკური ფორუმია. აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს. ოცეულის წევრები არიან: აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. „დიდი ოცეული“ მსოფლიოს შიდა პროდუქტის 80%-ს, მსოფლიო ვაჭრობის 80%-სა და მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)