00:55 - 09 May, 2026
|
2022-03-25 14:13:18, 829 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 16 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგია 16 100-მდე ჯარისკაცი. უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 561 ტანკი, 1 625 ჯავშანტექნიკა, 291 საარტილერიო სისტემა, 90 სარაკეტო სისტემა და 49 საჰაერო თავდაცვის საშუალება გაანადგურეს. ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 115 თვითმფრინავი, 125 ვერტმფრენი, 1 089 საავტომობილო ტექნიკა, 53 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, ტანკები საწვავით და საპოხი მასალებით - 72, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 42, სპეციალური აღჭურვილობა - 18 და გემები/ნავები - 5 ერთეული.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)