00:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 13:58:39, 1054 ნახვა

მსოფლიო
მედია - ოკუპანტების მიერ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვისას, სავარაუდოდ, 300-მდე ადამიანი დაიღუპა

რუსი ოკუპანტების მიერ 16 მარტს, მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვას 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის საქალაქო საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს.  

„სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს ვიწყებთ სამწუხარო ინფორმაციით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე უკრაინელი მოქალაქე დაიღუპა. ბოლომდე არ გვინდა, რომ დავიჯეროთ ეს საშინელება. ბოლომდე გვინდა გვჯეროდეს, რომ ყველა გადარჩა, ვინც ოკუპანტების ტერორისტული ქმედების დროს თეატრის შენობაში იმყოფებოდა,- აღნიშნულია განცხადებაში. 

ამასთანავე, საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფაქტს, რომ მაშინ, როცა რუსული თვითმფრინავი მარიუპოლის დრამატულ თეატრს ბომბავდა, შენობის წინა და უკანა მხარეს გაკეთებული იყო წარწერა - „ბავშვები“, ნიშნად იმისა, რომ იქ მცირეწლოვნები იმყოფებოდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics