10:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 21:52:15, 877 ნახვა

მსოფლიო
TWP - სერგეი შოიგუ და ვალერი გერასიმოვი აშშ-დან ოფიციალური პირების ზარებს არ პასუხობენ

პენტაგონმა განაცხადა, რომ ბოლო 7-10 დღის განმავლობაში, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და გენერალური შტაბის უფროსმა, მარკ მილიმ არაერთხელ სცადეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსა და გენერალ, ვალერი გერასიმოვს დაკავშირებოდნენ, თუმცა უშედეგოდ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ამერიკელ კოლეგებთან კონტაქტს სავარაუდოდ, შეგნებულად არ ამყარებს.

„იყო კონტაქტები, მაგრამ დაბალ დონეზე. კომუნიკაციის ცხელი ხაზი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა საჰაერო სივრცეში შესაძლო კონფლიქტების მოსაგვარებლად, ჯერ არ არის გამოყენებული დანიშნულებისამებრ“, - განაცხადა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშემ.

ფაქტი, რომ შოიგუსა და გერასიმოვის არ სურთ დაუკავშირდნენ ამერიკელ კოლეგებს, შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ წარუმატებლობის გამო, მათ უფლება-მოსილება შეჩერებული აქვთ და აღარაფერს წყვეტენ. ან, მეორე მხრივ, ეს ფაქტი შესაძლოა ნიშნავდეს რუსეთის სურვილს, აწიოს ფსონები უმაღლეს დონეზე, რათა კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვიოს პირდაპირი სამხედრო შეტაკება რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის.

ამის შესახებ განცხადებას The Washington Post იუწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics