13:01 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 14:59:19, 932 ნახვა

მსოფლიო
ოლაფ შოლცი - რუსეთს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, პუტინის შეტევა შეჩერდა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში შეტევასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ამის შესახებ მან  ბუდენსტაგში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. 

„პუტინის შეტევა შეჩერდა, მიუხედავად ყველა იმ ზარალისა, რაც მას ყოველდღიურად მოაქვს“, - განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, რუსეთის ლიდერმა „უნდა მოისმინოს სიმართლე“, შეწყვიტოს ბრძოლა და მოძებნოს კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის გზები.

შოლცის თქმით, ომი ანადგურებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ „რუსეთის მომავალსაც“.

„ჩვენ მუდმივად ვამკაცრებთ სანქციებს, მაგრამ ეს ზომები არ უნდა ურტყავდეს ევროპულ სახელმწიფოებს იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა შოლცმა.

შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინელებს შეუძლიათ ჰქონდეთ გერმანიის იმედი. მისივე თქმით, ქვეყანა ყველა უკრაინელ ლტოლვილს მიიღებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics