22:56 - 08 May, 2026
|
2022-03-23 13:01:27, 713 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ელჩის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტში მონაწილეობის მიღებას გეგმავს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ინდონეზიაში, G20-ის სამიტში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, - ამის შესახებ ინდონეზიაში რუსეთის ელჩმა, ლუდმილა ვორობიევამ განაცხადა. „ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის კორონავირუსის სიტუაციის გაუმჯობესებაზე. ჯერჯერობით მისი განზრახვაა, რომ მას სურს სამიტზე დასწრება“, - განაცხადა ელჩმა. ელჩმა უარყო ინფორმაცია, რომ აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები რუსეთის G20-დან გარიცხვას განიხილავენ. ამასთანავე, ლუდმილა ვორობიევამ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი აპირებდა ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალიში, G20-ის ნოემბერში გამართულ სამიტზე მონაწილეობას. ცნობისთვის, დიდი ოცეულის სამიტს, მიმდინარე წელს სწორედ ინდონეზია მასპინძლობს. ის 30-31 ოქტომბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)