19:54 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 12:14:06, 598 ნახვა

საზოგადოება
EBRD-თან მიღწეული შეთანხმებით, ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და ქობულეთის ნარჩენების მართვის ობიექტის აღჭურვა განხორციელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდოამრე თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. EBRD-თან შეთანმხების ფარგლებში, 28 მილიონი ევროთი დაფინანსდება  ცეცხლაურის ნაგავსაყრელის ტექნიკით აღჭურვა. ამასთანავე მოხდება ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და შუალედური გადამცლელი სადგურის მშენებლობა.

"შეხვედრის შემდეგ KFW-ს და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებმა ქობულეთში, ცეცხლაურის ნაგავსაყრელი დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს მისი ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. პარალელურად ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის კონსერვაცია ხორციელდება.

მყარი ნარჩენების მართვის პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ გამოიყოფა, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ ფინანსდება." - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics