|
2022-03-22 21:35:44, 801 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი 100 000 უკრაინელი ლტოლვილის მისაღებად ემზადება
საფრანგეთმა წამოიწყო ეროვნული გეგმა, რათა მოემზადოს საცხოვრებელი სახლი სულ მცირე 100,000 უკრაინელი ლტოლვილისთვის. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა 22 მარტს, ჟურნალისტებს განუცხადა. „უფრო და უფრო მეტი მათგანი [უკრაინელი] თავშესაფარს პოულობს საფრანგეთში ან ტრანზიტით გადის ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ჟან კასტექსმა უწყებათაშორისი კრიზისული შეხვედრის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მისივე ცნობით, ომის დაწყებიდან საფრანგეთში 26 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა. მათ შორის 10 500-მა დროებითი ბინადრობის უფლება მოიპოვა, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის 3 მარტს ამოქმედებული დროებითი დაცვის პოლიტიკით. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ასევე პირობა დადო, რომ დაეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს საფრანგეთის სამუშაო ბაზარზე უკეთესად ინტეგრირებასა და ფრანგული ენის კურსებით უზრუნველყოფაში. „ჩვენ შევდივართ კრიზისში, რომელიც გაგრძელდება. უკრაინელი მეგობრების ყველაზე თბილი მიღება ჩვენი ქვეყნის პატივია“, - დასძინა ჟან კასტექსმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)