22:04 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 22:30:58, 1007 ნახვა

საზოგადოება
პლაკატები თბილისში, რომლის დასკანერების შემთხვევაშიც, პროგრამა რუსეთის მოქალაქეებს ყველა საჭირო სერვისს „სთავაზობს“

„ინფორმაცია გასაქირავებელი სახლების შესახებ“, „ინფორმაცია ყველა მუსიკალური ღონისძიების შესახებ“, „საუკეთესო ტურები საქართველოში“ - თბილისის ქუჩებში, მსგავსი შინაარსის მქონე ახალი პლაკატები გამოჩნდა. პლაკატებზე დატანილია სპეციალური QR კოდი, რომელიც კონკრეტულად რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზეა გათვლილი. მისი დასკანერების შემთხვევაში პროგრამა რუსებს ყველა საჭირო სერვისს „სთავაზობს“.

პლაკატიდან შესაბამისი ბმულის გახსნის შემდეგ, სასურველი სერვისის ნაცვლად, რუსეთის  ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ აგრესიაზე ჩნდება ინფორმაცია. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ იუწყება.

„ეს არის სამეგობროს ინიციატივა. უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან ჩამოსული ადამიანებისთვის გვინდოდა გვეთქვა სიმართლე... ვიფიქრეთ, როგორ მიგვეტანა ჩვენი სათქმელი - ვიფიქრეთ, რა საჭიროებები ჰქონდათ: ბინის ქირაობა, საბანკო ანგარიშების გახსნა, რესტორნები და ტურები [და ეს გამოვიტანეთ]“, - ეუბნება პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამარ ყიფიანი „რადიო თავისუფლებას“.

ცნობისთვის, იდეის ავტორებმა თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ხუთი სახის პლაკატი გამოაკრეს, რომლის ხილვაც რუსულ და ინგლისურ ენებზეა შესაძლებელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics