|
2022-03-21 15:57:43, 818 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდეენტის ოფისის მრჩეველი - ბელარუსის სამხედროებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა არ სურთ
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ ბელარუსის სამხედროებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა არ სურთ. „ბელარუსის სამხედროებს არ სურთ მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლებში... ბელარუსის ხელისუფლება თავისი სამხედროების მორალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მუდმივად ზომავს. მათივე მონაცემებით, სამხედრო მოსამსახურეების 60%-ზე მეტი, განსაკუთრებით უარყოფითად არის განწყბილი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციაზე“, - განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა. მისივე აზრით, სამხედროებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა რომც აიძულონ, ისინი ან ნეიტრალურები დარჩებიან, ან ძალიან ცუდად იბრძოლებენ, ან საერთოდ ჩვენს მხარეს გადმოვლენ საბრძოლველად“, - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)