2022-03-18 18:38:56, 800 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანს კლუგეს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელ ჰანს კლუგესაც შეხვდა.
მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს. ილია ღუდუშაურმა, ჰანს კლუგეს „ჯანმო“-ს მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისივე თქმით, ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),