17:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 14:47:43, 746 ნახვა

მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი - მესმის ზელენსკის იმედგაცრუება, მაგრამ ომი არ უნდა გასცდეს უკრაინის ფარგლებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას ესმის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის იმედგაცრუება, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია  ესკალაციის თავიდან აცილება. - ამის შესახებ მან ARD-ის ეთერში განაცხადა.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო-მ გაზარდა უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება. ასევე "უპრეცედენტო სანქციების" გამო, რუსეთს ძვირის გადახდა უწევს. 

"ჩვენ გავზარდეთ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა - გერმანია ამ ძალისხმევაში მათავარ როლს თამაშობს. ნატო და მოკავშირეები უკრაინის არმიას, 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ წვრთნიან.

მესმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება, რადგან ისინი პრეზიდენტ პუტინის და რუსი სამხედროების სასტიკი უაზრო ომის მსხვერპლნი არიან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, აუცილებელია კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics