|
2022-03-18 11:27:26, 761 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - რუსულ არმიას საკვების, საწვავისა და ლოგისტიკის პრობლემები აქვს
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ არმიას უკრაინაში ომის დროს ლოგისტიკური პრობლემები აქვს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „პრობლემებია ქვეყნებს შორის მანევრირებასთან დაკავშირებით, საჰაერო სივრცის კონტროლის ნაკლებობა და შეზღუდული მობილურობა ხელს უშლის რუსეთს ეფექტრად უზრუნველყოს თავისი ფრონტის პოზიციები აუცილებელი ნივთებით, როგორიცაა საკვები და საწვავი“, - აცხადებენ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში. გარდა ამისა, დაზღვერვაში აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური კონტრშეტევები ზღუდავს რუსეთის შემტევ პოტენციალს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი, რომელიც პერსონალის მუდმივ დანაკარგს განიცდის, დამატაბით ძალებს აერთიანებს და სამხედროებს სხვადასხვა რეგიონებში ანაწილებს. OPU-ს ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის მცდელობები, სირიიდან და ლიბიიდან დაქირავებული ჯარისკაცები უკრაინის წინააღმდეგ ომში გადმოიყვანოს, „ჯერჯერობით წარუმატებელია“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)