|
2022-03-17 17:56:35, 588 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი - რუსეთმა მკვეთრად შეარბილა პოზიცია უკრაინასთან მოლაპარაკებებზე
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე მკვეთრად შერბილდა. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუეთი სრულმასშტაბიანად შეიჭრა უკრაინაში, რათა უკრაინისთვის ულტიმატუმი დაეყენებინა. „რუსეთი სრულად იაზრებს სირთლეებს, რომელშიც აღმოჩნდა. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ მოცულობით მეორე ადგილზე მყოფმა რუსულმა არმიამ დახმარება სთხოვა ჩინეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რადგან წინააღმდეგობას წააწყდნენ უკრაინისგან, რომელიც, სხვათა შორის, არასდროს ყოფილა მილიტარისტული სახელმწიფო. ეს მითი რუსეთის უძლეველობისა და პატივისცემის შესახებ, რომელსაც იმსახურებს, დასავლეთში ახლახანს დაინგრა", - განაცხადა მან. მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში უკრაინა არ არის თანახმა „გაუმაძღარ" კომპრომისებზე, რომლებიც რამენაირად შეუშლის ხელს უკრაინის ინტერესებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)