18:19 - 08 May, 2026
|
2022-03-17 14:18:21, 784 ნახვა
მსოფლიო
ჩერნიგოვის მერის განცხადებით, ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე დგას
რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, უკრაინის ქალაქი ჩერნიგოვი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. იქ უკვე რამდენიმე დღეა არ არის გათბობა, ელექტროენერგია და წყალი. პროდუქტებისა და წამლების მარაგი ნელ-ნელა იწურება. აღნიშნულის შესახებ ჩერნიგოვის მერმა, ვლადისლავ არტოშენკომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ქალაქი ნაწლავური დაავადებების გავრცელების საფრთხის წინაშე დგას - შეუძლებელია სანიტარული პირობების დაცვა, რადგან ქალაქს არ მიეწოდება წყალი, როგორც ცივი, ასევე ცხელი, რადგან არ არის ელექტროენერგია. ამასთანავე, ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი განადგუებულია რუსი ოკუპანტების მიერ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)