|
2022-03-17 12:30:47, 650 ნახვა
საზოგადოება
საფრანგეთში, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის გაძლიერების საკითხებზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს
საფრანგეთში, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის გაძლიერების საკითხებზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტრო ავრცელებს.
"ვაზის გენეტიკრი რესურების მოძიების, შესწავლის, გაცვლის, კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირების, მცენარეთა გენეტიკური ბანკის მოწყობის ორგანიზების საკითხებზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს ვენახების კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ შეხვედრა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტის (INRAE) ოქსიტანია-მონპელიეს პრეზიდენტთან, სილვენ ლაბესთან გამართეს. ქართულმა მხარემ INRAE-ს ვაზის გენეტიკური რესურსების კოლექციის დირექტორთან, სესილი მარშალთან ჯიღაურას კოლექციაში დაცული ჯიშების მენეჯმენტისთვის მონაცემთა ბაზის შექმნის, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების და კვლევების ორგანიზების და განხორციელების, კოლექციებს შორის გენოფონდის გაცვლის საკითხები განიხილა. პრიორიტეტულ მიმართულებებად ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, მოლეკულური გენეტიკის, მცენარეთა ეკოფიზიოლოგიის, ქსოვილის კულტურის, მცენარეთა გენეტიკური ბანკის და სხვა მიმართულებებით განისაზღვრა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის წამყვან სამეცნიერო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ქართულმა მხარემ არაერთი შეხვედრა გამართა. " - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)