20:00 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 16:16:36, 618 ნახვა

მსოფლიო
UNDP - ომის გაგრძელების შემთხვევაში, უკრაინელთა მესამედი, შესაძლოა, სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდეს

რუსეთის მიერ, უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, მოსახლეობის 1/3 შესაძლოა სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდე, 62% კი უახლოეს თორმეტ თვეში სიღარიბის საშიშროების წინაშე დადგეს, - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ პროგნოზშია ნათქვამი.

ამასთანავე, ვარაუდობენ, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში, უკრაინის მოსახლეობის 90% სიღარიბისა და უკიდურესი ეკონომიკური დაუცველობის წინაშე აღმოჩნდება, რაც ქვეყანას და რეგიონს ათწლეულებით უკან დააბრუნებს და მომავალ თაობებს ღრმა სოციალურ და ეკოომიკურ ნაწიბურებს დაუტოვებს.

„უკრაინაში ომი იწვევს წარმოუდგენელ ადამიანურ ტანჯვას, ტრაგიკული დაღუპვებითა და ადამიანთა გადასახლებით. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებისთვის სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, გაჭიანურებული ომის განვითარების მწვავე ზემოქმედება ახლა უფრო აშკარა ხდება“, - განაცხადა გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორმა, აჩიმ შტაინერმა.

მისივე თქმით, შემაშფოთებელია ეკონომიკური ვარდა და ის ტანჯვა, გაჭირვება, რომელიც დაატყდა თავს ომისგან ტრავმირებულ მოსახლეობას და ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს საშინელი ტრაექტორია შეჩერდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics