|
2022-03-16 12:37:52, 718 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია უსახლკარო სტატუსის მქონე კიდევ ოთხ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემს
თბილისის მერია მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით დღეს უსახლკაროს სტატუსის მქონე კიდევ ოთხ ოჯახს დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერია უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, დაახლოებით, 60 ბინას შეისყიდის. „წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დავპირდით, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი საცხოვრისის გარეშე არ დარჩებოდა. ამ მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები და კონკრეტულ პროგრამას ვახორციელებთ. მის ფარგლებში, უსახლკარო სტატუსის მქონე ოთხ ოჯახს დღეს საცხოვრებელი უნდა გადავცეთ. წელს, დაახლოებით, 60 ბინას შევისყიდით და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, აღნიშნული სტატუსის მქონე ყველა ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, პარალელურად, უსახლკაროს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოქალაქეების განცხადებების განხილვა გრძელდება. „თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური უსახლკარო სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოქალაქეების განცხადებებს განიხილავს. საჭიროა შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება. ვისაც ეს პრობლემა აქვს, მიმართეთ თქვენს რაიონის გამგეობას ან დედაქალაქის მერიას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)