14:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 12:31:25, 771 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - აბსურდი და გაუგებარია, რაში მჭირდება მოვიგონო კიევის მერთან საუბარი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან კომუნიკაცია ნამდვილად ჰქონდა, რომლის დროსაც სხვადასხვა საკითხი განიხილეს. 

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კომუნიკაცია შედგა ასევე, ხარკოვის და ირპენის მერებთან.

„მინდა, გამოვეხმაურო ერთ თემას, თითქოს მე არ მქონია კომუნიკაცია კიევის მერთან და ეს მოვიტყუე. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. აბსურდი და გაუგებარია, რატომ უნდა მოვიგონო ეს, უბრალოდ არ მესმის. რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი, ვესაუბრე 3 მარტს. ჯერ ოფიციალური წერილი გავუგზავნე ტელეფონზე. ეს იყო საქართველოსა და მოლდოვის თვითმმართველი ერთეულების მერების წერილი. მე ვარ ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტი და ერთობლივად გავამზადეთ წერილი, რომელიც გამოქვეყნებული იქნა სხვადასხვა მედიასაშუალებით. ეს წერილი პირდაპირ გავუგზავნე მას. მან მაშინვე გადმომირეკა და გვქონდა საუბარი ყველაფერზე: იქ არსებულ მდგომარეობაზე, თუ რა ვითარება იყო. ამის შემდეგაც მქონდა კომუნიკაცია. კომუნიკაცია მქონდა ასევე ხარკოვის და ირპენის მერებთან. რატომ უნდა მოვიტყუო, რა არის ამაში ისეთი, უბრალოდ გაუგებარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics