|
2022-03-16 12:24:46, 844 ნახვა
საზოგადოება
მეწარმე სუბიექტებმა შეღავათებით სარგებლობისთვის თბილისის მერიაში განცხადება პირველ აპრილამდე უნდა წარადგინონ
თბილისის მერიის მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობისთვის მეწარმე სუბიექტებმა განცხადება პირველ აპრილამდე უნდა წარადგინონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შეღავათები პანდემიის პერიოდში იჯარის გადასახადისგან გათავისუფლებას, გაცდენილი პერიოდის ვადის სახით აღდგენასა და სანქცია-საურავების ჩამოწერას გულისხმობს. „ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ჩემი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო და ვიწყებთ მის განხორციელებას. ის ითვალისწინებს ათასზე მეტი მეწარმე სუბიექტისთვის მთელი რიგი ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას. იმ ადამიანებს, ვისაც გსურთ პროგრამაში ჩართვა, მინდა მივმართო, რომ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით. შეღავათებით სარგებლობისთვის მეწარმე სუბიექტებმა თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პირველ აპრილამდე უნდა მიმართონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)