16:40 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 19:35:43, 574 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ იგი ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვას დასახმარებლად პუტინთან ისაუბრებს

საფრანგეთისა და გერმანიის ოფიციალურმა პირებმა მხარდაჭერა შესთავაზეს მარინა ოვსიანიკოვას, რუსული ტელევიზიის რედაქტორს, რომელმაც ორშაბათს, პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ოვსიანიკოვას დაცვა შესთავაზა.

„საფრანგეთი კატეგორიულად გმობს ჟურნალისტის ნებისმიერ დაპატიმრებას, ისევე როგორც ნებისმიერ მანიპულირებას და ცხადია, ჩვენ ვაპირებთ დიპლომატიური ნაბიჯების დაწყებას, რომელიც მიმართულია საელჩოში ან თქვენი კოლეგის თავშესაფრის დაცვაზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა უკრაინულ ლტოლვილთა ცენტრში.

ემანუელ მაკრონის თქმით, ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბრისას შეეხება.

გარდა ამისა, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტით, მარინა ოვსიანიკოვას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩემი პატივისცემა მარინა ოვსიანიკოვას მიმართ. მას აქვს გამბედაობა და არის მებრძოლი პროპაგანდისა და პუტინის ომის წინააღმდეგ. გმადლობთ. CL", - წერს გერმანიის ფინანსთა მინისტრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics