|
2022-03-15 13:00:49, 754 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა სამუშაო შეხვედრა გამართეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელს, კაორი იშიკავას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები. ალექსანდრე დარახველიძემ და კაორი იშიკავამ განსაზღვრეს სამომავლო გეგმები და მიმართულებები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) მრავალი წელია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა, სექსუალური შევიწროება და სხვ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)