2022-03-15 12:15:24, 710 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - რუსული მხარის დანაკარგი 13 500 ჯარისკაცს აღემატება, განადგურებულია 404 ტანკი, 1 279 ჯავშანტექნიკა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 15 მარტამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 13 500-ს აღემატება.
უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 404 ტანკი, 1 279 ჯავშანტექნიკა, 150 საარტილერიო სისტემა, 36 საჰაერო თავდაცვის საშუალება გაანადგურეს.
ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 81 თვითმფრინავი, 95 ვერტმფრენი, 9 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, საწვავის რეზერვუარი 60 და გემები/ნავები - 3 ერთეული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,