22:21 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-14 15:31:02, 817 ნახვა

მსოფლიო
ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ელექტრომომარაგება კიდევ ერთხელ დააზიანეს

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და ქალაქ სლავუტიჩის მკვებავი ხაზი შეკეთების შემდეგ, ოკუპანტებმა იგი კვლავ დააზიანეს.

ამის შესახებ ამბავს, „უკრენერგოს“ პრესსამსახური „ფეისბუკის“ გვერდი იუწყება.

პრესსამსახურის თქმით, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც 14 მარტს, 19:07 საათზე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურისა და ქალაქ სლავუტიჩის ელექტოროობის ენერგიით აღჭურვა დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, NPC Ukrenergo-ს სარემონტო ჯგუფი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კვლავ იძულებულია, რომ წავიდეს, რათა მიყენებული ზიანი აღმოაჩინოს და აღმოფხვრას.

Ukrenergo აღნიშნავს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური არის მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც არ შეიძლება დარჩეს საიმედო ელექტრომომარაგების გარეშე. მისივე თქმით, ქალაქ სლავუტიჩის მაცხოვრებლების ელექტრომომარაგებაც დამოკიდებულია იმ ხაზზე, რომელიც კვებავს ატომურ ელექტროსადგურს.

,,უკრენერგოს" სარემონტო ჯგუფების შეუფერხებელი და სწრაფი წვდომა აღნიშნულ ელექტრო ხაზზე არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანად ევროპისთვის. 

ცნობისთვის, UNIAN ასევე იტყობინება, რომ უკრაინაში 14 მარტს, დილით, დაბომბვების გამო, ათასზე მეტი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 09:30 საათისთვის კი, ,,ენერგოტომმა" აცნობა, რომ უკრაინის მოქმედი ატომური ელექტროსადგურები მუშაობას სტაბილურად აგრძელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics