|
2022-03-14 13:01:57, 787 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა „ტვ პირველის“ საინფორმაციოში რელსების ტენდერთან დაკავშირებით გაშუქებულ საკითხს ეხმაურება
საქართველოს რკინიგზა 13 მარტს ტელეკომპანია ,,პირველი"-ს საინფორმაციო გადაცემაში რელსების ტენდერთან დაკავშირებით გაშუქებულ საკითხს ეხმაურება. მათივე განმარტებით, საქართველოს რკინიგზამ კომპანია ,,უნი 2"-თან 2021 წლის, სექტემბრის დასაწყისში გააფორმა. "პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ტენდერი შედგა და ხელშეკრულება საქართველოს რკინიგზამ კომპანია ,,უნი 2"-თან 2021 წლის, სექტემბრის დასაწყისში გააფორმა. დოკუმენტის თანახმად, შესასყიდად მოთხოვნილი პროდუქციის მოწოდება უნდა განხორციელდეს 450 დღის ვადაში. ტენდერი ორი წლის მარაგს ითვალისწინებს. პროდუქციის მოწოდება გეგმის მიხედვით ხორციელდება. დღეის მდგომარეობით, რელსების ჯამური რაოდენობის 65% კომპანიას რკინიგზისთვის უკვე მოწოდებული აქვს. მომწოდებელ კომპანიას რაიმე სახის შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებას ვერ ასრულებს, საქართველოს რკინიგზაში არ გაუკეთებია. ასეც რომ მოხდეს და მომწოდებელმა კომპანიამ დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები, ამოქმედდება საბანკო გარანტია და გამოცხადდება ახალი ტენდერი. კომპანიაში არანაირი საფრთხე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რკინიგზა რელსების გარეშე დარჩეს ამ ეტაპზე არ არსებობს." - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)