|
2022-03-12 11:39:21, 727 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ყატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ყატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრს აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ სუბაიეს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქ. დოჰაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ კატარის მუნიციპალიტეტების მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა საინვესტიციო პროექტის, იმერეთის აგროზონის შესახებ. „როგორც ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყურის ქვეყნებში ქართული კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ბაზარზე დამკვიდრება, მათ შორისაა, ქართული თაფლი, თხილი, მშრალი ხილი, ლურჯი მოცვი და ცხვრის ხორცი. აღინიშნა, რომ ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტის წარმოების ხელშეწყობისთვის, საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც თავისთავად ზრდის ინტერესს საერთაშორისო ბაზრებზე. მინისტრმა აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ სუბაიემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ყატარის სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით და აღნიშნა, რომ ქართული ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტის ცნობადობა ბოლო ორი წელია გაიზარდა. ყატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა“,- აღნიშნავენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)