|
2022-03-11 22:24:26, 1049 ნახვა
მსოფლიო
რესპუბლიკელი სენატორები ბაიდენს უკრაინაში პოლონური სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნისკენ მოუწოდებენ
რესპუბლიკელი ამერიკელი სენატორები ბაიდენის ადმინისტრაციას სთხოვენ, შეცვალოს კურსი და დაუშვას პოლონური MiG-ის გამანადგურებელი თვითმფრინავების უკრაინელებისთვის გადაცემა. AP News-ის ცნობით, ხუთშაბათს, ორმოცმა ამერიკელმა სენატორმა ხელი მოაწერა წერილს აიოვას სენატორის ჯონი ერნსტისგან და იუტადან მიტ რომნისგან, რომელიც მოუწოდებდა ჯო ბაიდენს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნაზე „შესაბამისი“ პასუხის გაცემას. შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ თუ იგი უკრაინის თავზე ცის დახრუვით ვერ დაეხმარებოდა, უკრაინელი ხალხის დასაცავად, უფრო მეტი სამხედრო თვითმფრინავები მაინც გამოეგზავნა. „საკმარისია საუბარი. ხალხი კვდება. გაუგზავნეთ მათ თვითმფრინავები, რომლებიც მათ სჭირდებათ“, - განაცხადა მიტ რომნიმ, კაპიტოლიუმზე გამართულ პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, თავიდან, ბაიდენის ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავები ახლა ნატოს მოკავშირე პოლონეთში შეიძლება, საჰაერო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, უკრაინისთვის გადაცემულიყო. მაგრამ, ოთხშაბათს, პენტაგონმა უარი თქვა აღნიშნულ წინადადებაზე და განაცხადა, რომ თვითმფრინავები არ არის ეფექტური იარაღი და ეს გეგმა ომის ესკალაციის "მაღალი რისკის" წინაშე აღმოჩენილიყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)