|
2022-03-11 21:58:14, 699 ნახვა
საზოგადოება
შალვა ალავერდაშვილი - კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ქვეყანაში შემოსვლა უსაფრთხოა და ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურს გააკეთებს ამ სტატუსის შესანარჩუნებლად
„ძალიან კარგია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველოში შემოსვლა უსაფრთხოა და ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ეს სტატუსი ბოლომდე შევინარჩუნოთ,“ - განაცხადა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე ქვეყნის ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები, დარგის განვითარების სამთავრობო ხედვა, სამომავლო გეგმები და პროფილურ ბიზნესთან უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი. შალვა ალავერდაშვილის თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იყო კარგი და პოზიტიური. „ჩვენ გავიგეთ ბევრი სიახლე, რას ვაკეთებთ ხვალ და როგორ ვიგეგმებით,“ - აღნიშნა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომუნიკაცია სამინისტროს ადმინისტრაციასა და ტურიზმის სექტორში წარმოდგენილ კერძო სექტორს შორის გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)