|
2022-03-11 19:26:40, 616 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ხალხის ევაკუაციის პროცესში, ცეცხლს კვლავ გახსნიან, მათ თავად დასჭირდებათ „ჰუმანიტარული დერეფნები“
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პარასკევს, კიევის ქუჩებიდან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინამ მოსახლეობის დასახმარებლად, 12 ახალი „ევაკუაციის დერეფანი“ მოაწყო. მისი თქმით, ტვირთი საკვებითა და მედიკამენტებით მიემართება იზიუმის, ენერჰოდარის, ვოლნოვახას, პოლოჰის, ბუჩას, ჰოსტომელის, ბოროდიანკას, ანდრიივკას, მიკულიჩი მაკარივის, კოზაროვიჩისა და ასევე, მარიუპოლისკენ. უკრაინელმა სამხედროებმა „ცეცხლის შეწყვეტა აღნიშნული ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობისთვის უზრუნველყვეს“, დასძინა პრეზიდენტმა და ხაზგასმით აღნიშა, რომ თუ რუსეთი „სროლას კვლავ დაიწყებდა და ხელს შეუშლიდა ხალხის გადარჩენას, ისინი მსოფლიოსგან საკადრის პასუხს მიიღებენ“. „მიიღებენ ისეთ პასუხს, რომ მათ თავად დასჭირდებათ ჰუმანიტარული მოვლის დერეფნები”, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)