|
2022-03-11 17:50:27, 538 ნახვა
მსოფლიო
ვოლდიმირ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი არაა, ევროკავშირმა მეტი უნდა გააკეთოს
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის და ველოდები რომ კიდევ უფრო ახალი და უმკაცრესი შეზღუდვები დაწესდება. - ასე შეაფასა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის მოლაპარაკებები. "რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის და ველოდები რომ კიდევ უფრო ახალი და უმკაცრესი შეზღუდვები დაწესდება. რუსეთი ვალდებულია ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი აგოს. გუშინ გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობით, ხანგრძლივი, საგნობრივი. ჩვენთვის ცნობილია რა საკითხებზეც ისაუბრეს ლიდერმა, ვიცი ვინ დაგვიჭირა მხარი და ვინ დუმდა. როგორ შევაფასებ მიღებულ გადაწყვეტილებას ? უფრო ძლიერები უნდა იყოთ და დააფასოთ ის რომ ჩვენ გელოდებით, ამასთან ევროპელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილება მათ მოსახლეობის სურვილის შესაბამისი უნდა იყოს. ჩვენთვის კარგადა ცნობილი რომ ევროპის მოსახლეობა მხარს გვიჭერს. დარწმუნებული ვარ რომ თუ პოლიტიკოსებმა ეს ვერ გაიგეს, მოსახლეობა აუცილებლად გააგებინებს. ევროკავშირმა როგორც ჩვენთვის ასევე ევროპისთვის მეტი უნდა გააკეთოს. ჩვენ ამას ველოდებით." - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)