|
2022-03-11 17:07:01, 536 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ META-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარება მოითხოვა
რუსეთის გენერალური პროკურატურა "მეტას" ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებას და რუსეთის ფედერაციაში მისი საქმიანობის აკრძალვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პროკურატურა ავრცელებს. „ექსტრემისტულ ქმედებებთან ურთიერთობის შესახებ“ ფედერალური კანონის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოში გაგზავნა განცხადება Meta Platforms Inc. ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნობის და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი საქმიანობის აკრძალვის შესახებ. “ - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, სოციალური პლატფორმები Facebook და Instagram ზოგიერთ ქვეყნაში მომხმარებლებს დროებით მისცემს საშუალებას, განათავსონ სიძულვილის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცემის მიმართ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის კონტექსტით. რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობის მოწოდების პოლიტიკის დროებითი ცვლილება ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)