|
2022-03-11 16:59:10, 665 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის დაზვერვა - პუტინმა ჩერნობილის ატომურ სადგურზე ტერაქტის მომზადების შესახებ ბრძანება გასცა
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩერნობილის ატომურ სადგურზე ტერაქტის მომზადების შესახებ ბრძანება გასცა, რომელზე პასუხისმგებლობაც, მისი სურვილით, უკრაინას უნდა „დაეკისროს“. ინფორმაციას Unian ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფაში უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის იმიტაციისთვის, რუსი ოკუპანტები ცდილობენ თავიანთი ყალბი „მტკიცებულებები“ შექმნან. გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზადაა, მსოფლიო საზოგადოების მიმართ „ბირთვულ შანტაჟი“ მოაწყოს, რათა ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტონ. ამ დროისთვის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური მთლიანად გათიშულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მონიტორინგის სისტემებთან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)